30 Seconds To Mars-ის ფრონტმენსა და მსახიობს, ჯარედ ლეტოს 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
დაზარალებულებმა მსახიობთან ურთიერთობაზე ანონიმურად ისაუბრეს. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, რომელიც ასევე არასრულწლოვანია, მას ლეტოსთან ტექსტობრივი მიმოწერა ჰქონდა, სადაც მსახიობი მას შეუსაბამო კითხვებს უსვამდა. კიდევ ერთი დაზარალებული კი ჰყვება, რომ ლეტომ მის თვალწინ მისთვის მიუღებელი ქმედებები განახორციელა.
ვარსკვლავის წარმომადგენელი ყველა ბრალდებას უარყოფს და ყველაფერს სიცრუეს უწოდებს
ჭილოფის ქუდი და ლურჯი პიჟამა – 52 წლის ჯარედ ლეტო სენ-ტროპეს ქუჩებს იპყრობს
