კომპანია BMW-მ ცდებისთვის ნებისმიერი გზისთვის განკუთვნილი თავისი ყველაზე დიდი ავტომობილი გამოიყვანა, რომელსაც X7 ერქმევა. ჯაშუშური ფოტოები, რომელიც გერმანიის გზებზეა დაფიქსირებული, გამოცემა ”Autocar”-მა გამოაქვეყნა.
BMW-ს სამოდელო ხაზში მოდელ X7-ის გამოჩენის შესახებ ხმები 2013 წლიდან ვრცელდება.
ფარულად გადაღებულ ფოტოებზე სერიული მოდელის ძარის ფორმები კარგად იკვეთება. ყველგანმავლის პირველი ტიზერი ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს წარმოადგინეს, რომელიც BMW-ს მუშაობის შედეგებსა და ბავარიული მარკის მომავალ გეგმებს ეხებოდა. ამბობენ, რომ X7 ორი მოდიფიკაციით იქნება ხელმისაწვდომი: შვიდადგილიანი და უფრო მდიდრული ოთხი ცალკეული სავარძლით.
BMW-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელის, იენ რობერტსონის განცხადებით, მარკის ყველაზე დიდი ყველა ქროსოვერი არა მხოლოდ X5-ის გადიდებულ პლატფორმაზე აიწყობა, არამედ მრავალი დეტალი სპეციალურად ამ მოდელისთვის შემუშავდება.
BMW X7-ი ამერიკულ ქალაქ სპარტანბერგში მდებარე ქარხანაში აიწყობა, დილერებს კი 2018 წელს მიეწოდებათ.