პორტალი Hollywood Life წერს, რომ ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომზე მუშაობს და მას მეგობარ გოგოს, სელენა გომესს უძღვნის. ამ გზით, კანადელი ვარსკვლავი წარსულის შეცდომების გამოსწორებასა და ნდობის მოპოვებას თავიდან ეცდება.
თავად ბიბერს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თაყვანისმცემლები მიიჩნევენ, რომ მთელი ალბომი თუ არა, ბიბერი საყვარელ გოგოს რამდენიმე სიმღერას მაინც მიუძღვნის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, სელენამ და ჯასტინმა გადაწყვიტეს, ურთიერთობას ახალი შანსი კვლავ მისცენ. წყვილის მშობლები ამ რომანისგან აღფრთოვანებულები არ არიან, თუმცა ჯასტინი ამტკიცებს, რომ ის შეიცვალა და სელენას გულს აღარასოდეს ატკენს.