დასავლური მედიის ცნობით, 25 წლის სელენა გომესმა და 24 წლის ჯასტინ ბიბერმა ურთიერთობაში დროებითი პაუზა აიღეს. ინსაიდერის თქმით, მათ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი, თუმცა ამ ეტაპზე დასვენება ამჯობინეს.
მან ასევე დაამატა, რომ რომანის განახლების შემდეგ მედია მათზე განსაკუთრებით დიდ ზეწოლას ახორციელებს, პაპარაცები კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებიან და ზედმეტ ყურადღებას განიცდიან.
უკანასკნელად წყვილი ერთად 28 თებერვალს ნახეს. 1 მარტს კი, გომესმა ბიბერს დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა. ამ დროისთვის ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ: სელენა ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჯასტინი კი – ლოს ანჯელესში.