YouTube-ზე ჯასტინ ბიბერის სიმღერის ბოლივუდური ვერსია გამოჩნდა. საუბარია ჰიტზე „Sorry“. აღსანიშნავია, რომ ინდური ვარიანტის გარდა, საიტზე გამოქვეყნდა ცალკე საცეკვაო რგოლიც, რომელიც თაყვანისმცემლებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ქორეოგრაფებმა შეძლეს და თანამედროვე და ტრადიციული სტილი ერთმანეთს კარგად შეუთავსეს.
შეგახსენებთ, რომ ბიბერის ორიგინალურმა საცეკვაო რგოლმა „Sorry“, რომლის პრემიერის შესახებ „ფორტუნა პლუსი“ რამდენიმე თვის წინ წერდა, (იხ. ბმული) მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. თუმცა, ბოლო კონცერტის დროს კანადელმა მომღერალმა მსმენელებთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და თავისი უარი დეპრესიით ახსნა, მოგვიანებით კი „ინსტაგრამზე“ მან პროვოკაციული ფოტო გააზიარა, სადაც მთლიანად შიშველი იყო გამოსახული (იხ. ბმული). მაშინ თაყვანისმცემლებმა განაცხადეს, რომ ბიბერი დეპრესიას სწორედ ამ გზით ებრძვის.