ქსელში ჯასტინ ბიბერის ორი ახალი სიმღერა გამოჩნდა ალბომიდან „Purpose“. დისკი გაყიდვაში 13 ნოემბერს გამოვა. ნამუშევრების სახელწოდებაა „The Feeling“ და „Love Yourself“. პირველი მათგანი ბიბერმა ამერიკელ მომღერალთან, Halsey-თან ერთად ჩაწერა.
ამას გარდა, ამ დღეებში კანადელმა მომღერალმა სინგლი „Sorry“ ელენ დეჯენერისის შოუში, აკუსტიკური გიტარის ფონზე შეასრულა.