ჯასტინ ბიბერმა ვადაზე ადრე შეწყვიტა მსოფლიოს ტურნე, თუმცა მის თაყვანისმცემლებს ახალი მასალის შეფასება მაინც შეეძლებათ: კანადელმა მუსიკოსმა საცეკვაო თრექი Friends გამოუშვა.
სიმღერის შექმნაში Skrillex და პროდიუსერი მაიკლ ტაკერი მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბიბერთან ასევე ჰიტზე Sorry იმუშავეს. ჯასტინმა ახალი თრექის ფრაგმენტები ”ტვიტერზე” განათავსა, სრულად კი ის ხელმისაწვდომი Google Play-ზე, Spotify-ზე, iTunes-სა და სხვა სერვისებზეა.
#FRIENDS out now. https://t.co/oeLF25VGyo pic.twitter.com/SMxtOSpg0i
— Justin Bieber (@justinbieber) August 17, 2017
https://t.co/oeLF25VGyo pic.twitter.com/7b6pTCUEQb
— Justin Bieber (@justinbieber) August 17, 2017