წელს ჯასტინ ბიბერი პირველად მიიღებს მონაწილეობას Brit Awards-ის ცერემონიაში. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მან სპეციალური ემოძი გამოუშვა, რომელსაც მისი ვიზუალი აქვს.
კიმ კარდაშიანისგან განსხვავებით, რომელმაც არამარტო მთელი გალერეა შექმნა, არამედ მათ სპეციალური სახელი – „კიმოძიც“ დაარქვა, ჯასტინ ბიბერი არ გაყიდის საკუთარ გამოსახულებას App Store-ზე ან Google Play-ზე: სმაილი ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მართალია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ „ტვიტერის“ სივრცეში. საკმარისია დაწეროთ ჰეშტეგი #justinbieberbrits და ფრაზის ბოლოს მომღერლის თავი ავტომატურად გამოჩნდება.