LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა სცენაზე იტირა

55

სამწლიანი პაუზის შემდეგ ჯასტინ ბიბერი პირველად MTV Video Music Awards 2015-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოჩნდა ორი ახალი კომპოზიციით – Where Are U Now და What Do You Mean. სანახაობრივ შოუს დრამატიზმი ბიბერის ემოციებმაც შემატა –  21 წლის მუსიკოსს გული აუჩუყდა და პირდაპირ სცენაზე იტირა.

 

2

 

საკუთარი გამოსვლა ბიბერმა მცირე მონოლოგით დაიწყო და ყველა ის სკანდალი გაიხსენა, რომელშიც ბოლო წლებში გაეხვა. ”ცხოვრება – მოგზაურობაა, ზოგჯერ კი, მოულოდნელობებით სავსე ბრძოლა. ხშირად ჩვენ მხოლოდ საბოლოო მიზანზე ვახდენთ კონცენტრირებას და გვავიწყდება თვითონ მოგზაურობა”, – აღნიშნა ბიბერმა და გულაჩუყებული ატირდა.

 

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები