LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა (ფოტო)

9188906-0-image-a-33_1548870667015

გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯასტინ ბიბერი ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვებას აპირებდა. როგორც ჩანს, კანადელმა შემსრულებელმა დიზაინერობის იდეას ფრთა შეასხა, რადგან ქსელში Drew House-ის პირველი კოლექციის ფოტოები გავრცელდა.

გაირკვა, რომ შორტების, ჰუდების, შარვლების, მაისურებისა და პერანგების კაპსულა, ამ დროისთვის სრულად გაყიდულია, რაც ლეიბლის წარმატებაზე აქედანვე მიანიშნებს.

საინტერესოა, რომ 25 წლის არტისტის ბრენდის ემბლემა ყვითელი სმაილია, რომლის მსგავსი ლოგოტიპის სამოსით ახალგაზრდა ვარსკვლავი არაერთხელ გადაუღიათ. ამასთან, მისი სრული სახელი – ჯასტინ დრიუ ბიბერია.

შეგახსენებთ, რომ ჯეი თის ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმის იდეა მეუღლემ, ჰეილი ბოლდუინმა შთააგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები