LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა ტურნე შეწყვიტა

71

კანადელმა მუსიკოსმა, ჯასტინ ბიბერმა მისი ახალი ალბომის „Purpose“ მხარდასაჭერ ტურნეში ყველა დაგეგმილი კონცერტი გადადო. ამის შესახებ ინფორმაცია მის საიტზე გავრცელდა.

კონცერტების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება. ცნობილი იყო, რომ ვარსკვლავს დაგაგმილი გამოსვლები აშშ-სა და კანადაში ჰქონდა. ბიბერის საიტზე განთავსებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბილეთში გადახდილი თანხა თითოეულ მყიდველს უკან დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები