ჯასტინ ბიბერს ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული Lamborghini Aventador (ფოტო)
03.07.2018
86
ჯასტინ ბიბერი ახალი ავტომობილის მფლობელი გახდა. უახლესი Lamborghini Aventador, რომლის ღირებულებაც ნახევარი მილიონი დოლარია, ვარსკვლავს ლაგუნა-ბიჩზე მდებარე ვილაში მიუტანეს.
მომღერალი შენაძენით კმაყოფილი ჩანდა და რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ ის კალიფორნიის ტრასაზე სასეირნოდ გავიდა.