მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს დაშორების შესახებ, ჟურნალისტები მუდმივად ინტერესდებიან, რა გახდა წყვილის 2 წლიანი ქორწინების დასრულების მიზეზი.
ერთ-ერთი ინსაიდერის თქმით, ტერუმ მეუღლეს ბრედ პიტის მიერ მიწერილი წერილი უპოვა, რომელიც ენისტონის მისამართით კომპლიმენტებს შეიცავდა. ეს ამბავი 2 წლის წინ მოხდა, თუმცა მაშინ ჯენიფერმა ჯასტინი დაარწმუნა, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არ იყო, თუმცა ტერუს ეჭვის სხვა საბაბი მუდმივად ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ენისტონი და პიტი 5 წელი იყვნენ ერთად, სანამ ბრედმა „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე ანჯელინა ჯოლი არ გაიცნო.