LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტერუმ ჯენიფერ ენისტონს შემცვლელი უკვე უპოვა

80

მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერები ამბობენ, რომ ჯასტინ ტერუ ჯენიფერ ენისტონთან დაშორებას ძალიან განიცდის, მსახიობს საქციელზე ეს დიდად არ ეტყობა. ცოტა ხნის წინ, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ტერუ 25 წლის მხატვარს ხვდება, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ტერუ 26 წლის მოდელით არის დაინტერესბული.

წყვილი პაპარაცების ობიექტივში დიდი ხნის წინ მოხვდა, როდესაც ისინი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას ერიკა კარდენასი ჰქვია და ჯასტინმა ის სპორტდარბაზში გაიცნო. ინსაიდერის მტკიცებით, ჯერ-ჯერობით ისინი მხოლოდ მეგორები არიან, თუმცა დიდი ალბათობით ურთიერთობა სხვა ეტაპზეც მალე გადავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები