LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივლებს

265
britney-spears-justin-timberlake-02

გამოცემა „რადარ ონლაინი“ წერს, რომ  ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს სასამართლოში უჩივლებს. საქმე ეხება ბრიტნის მემუარებს, სადაც მან ყოფილი შეყვარებული ბულინგსა და არასათანადო მოპყრობაში ამხილა. ასევე ბრიტნიმ გააჟღერა, რომ ჯასტინის კატეგორიული მოთხოვნით, მას აბორტის გაკეთება მოუწია.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ, ტიმბერლეიკს დაანონსებული კონცერტების გადადება და სოციალურ ქსელებში კომენტარების გათიშვა მოუწია, რადგან მის მიმართ კრიტიკის ქარცეცხლი წამოვიდა. თავის მხრივ გამოცემა წერს, რომ ბრიტნი გაჩერებას არ აპირებს და სხვა სკანდალის შესახებ, უკვე მემუარების გაგრძელებაში დაწერს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ერთმანეთს 1999 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში ხვდებოდნენ.

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

ჯასტინ ტიმბერლეიკის ნაძალადევი ღიმილი და ბრიტნი სპირსის ცეკვა – ჯასტინი და ჯესიკა სკანდალის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები