LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი უიმბლდონზე სერენა უილიამსს ემოციურად გულშემატკივრობდნენ

137

უიმბლდონის ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ამ დღეებში  ნახევარფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. კორტზე ერთმანეთს კამილა ჯორჯი და სერენა უილიამსი დაუპირისპირდნენ, გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს ხვდა წილად.

სერენას გულმხურვალე მხარდამჭერებს შორის ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი აღმოჩნდნენ, რომლებიც მაყურებლებს შორის ისხდნენ და მის თითოეულ მოძრაობას ემოციურად ხვდებოდნენ. ჯესიკა ამ მხრივ თავის შეკავებას ცდილობდა, ჯასტინი კი ნერვიულობას უფრო მეტად გამოხატავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები