თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ჯესიკა ბილმა განაცხადა, რომ ოჯახის შენარჩუნებაში მას და ჯასტინ ტიმბერლეიკს განსაკუთრებული ღირებულებები ეხმარებათ. მომღერალი და მსახიობი მთელს თავისუფალ დროს ერთადერთ ვაჟიშვილს, საილასს უთმობენ და ამას პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.
გასულ კვირას, ვარსკვლავური ოჯახი ნიუ-იორკში სეირნობის დროს დააფიქსირეს. ჯესიკას ერთ ხელში საილასი ეჭირა, მეორეში კი – ლომონათი.
„ბავშვები იმდენად ბევრს ითხოვენ, რომ გრაფიკიც კი შენს თავზე უნდა მოირგო, მაგრამ ეს ყველაფერიც აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან ცხოვრება ახალი ადამიანის გარშემო ტრიალებს და ეს ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა ბილმა.
