ვუდი ალენმა მომდევნო ფილმზე დაიწყო მუშაობა, რომელშიც მონაწილეობას კეიტ უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი იღებენ. გადაღებები ნახევარკუნძულ კონი-აილენდზე მიმდინარეობს, რომელიც ბრუკლინის სამხრეთით მდებარეობს.
კადრებიდან, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ 35 წლის მომღერალი და 40 წლის მსახიობი 50-იანი წლების ჩაცმულობით ჩნდებიან.
ამ მომენტისთვის ფილმის სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მისი ბიუჯეტი 25 მილიონ დოლარს შეადგენს.




