LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სუპერბოულზე გამოვა

41

ჯასტინ ტიმბერლეიკი სუპერბოულის ჰედლაინერი გახდება. ღონისძიების გამართვა 2018 წლის 4 თებერვალს მინეაპოლისის U.S. Bank Stadium-ზე იგეგმება. მსგავს შოუში მონაწილეობა ნებისმიერი ვარსკვლავის ოცნებაა, რადგან მას ნახევარსაათიანი დაუვიწყარი შოუს გამართვის საშუალება ეძლევა.

ამ მომენტისთვის, ჯასტინთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა მისული და თუ შეთანხმებას ორივე მხარე მიაღწევს, ეს ტიმბერლეიკის სუპერბოულზე გამოსვლის უკვე მეორე შემთხვევა იქნება.

პირველად ის ჯანეტ ჯექსონთან ერთად 2004 წელს გამოვიდა. შოუ ორმაგად დასამახსოვრებელი გამოვიდა, რადგან კულმინაციაში ჯასტინმა ჯანეტს მკერდი მოუშიშვლა, ხოლო რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამოჭრა ვეღარ მოახერხეს. სკანდალი რამდენიმე კვირა არ ჩაწყნარდა, თუმცა როგორც ჩანს, ტიმბერლეიკს ღონისძიებაზე თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცა.

ამ ფაქტის გამო კი, მას შემდეგ, სუპერბოულის ტრანსლაცია 5 წამის დაგვიანებით გადის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები