LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი ვუდი ალენის ფილმში გამოჩნდება

61

ჯასტინ ტიმბერლეიკი ვუდი ალენის ფილმში მონაწილეობას მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ პარტნიორობას მას ოსკაროსანი კეიტ უინსლეტი გაუწევს. მომღერალმა და მსახიობმა თავის ინტერვიუებში არაერთხელ განაცხადა, რომ ვუდის ფილმებში მონაწილეობას თვალდახუჭული დათანხმდებოდა.

პროექტის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა  ცნობილია, რომ ეს იქნება რომანტიული კომედია, ისევე, როგორც რეჟისორის ფილმების უმეტესობა. გადაღებები კი შემოდგომაზე ნიუ-იორკში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები