ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი კლიპი „Man of the Woods“ გამოუშვა, რომელშიც მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი მონაწილეობს. მსახიობს ვიდეოში არც ისე დიდი, თუმცა დასამახსოვრებელი როლი აქვს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ლამაზი წყვილია. ისინი 10 წელია ერთად არიან და ერთმანეთის მიმართ მუდმივად გამოხატავენ გრძნობებს.