ჟურნალმა Time 2016 წლის მონაცემები შეაჯამა და ყველაზე ცუდი სიმღერის რეიტინგი გამოაქვეყნა. ბევრის გასაკვირად, მის სათავეში ჯასტინ ტიმბერლეიკის უკანასკნელი ჰიტი „Can’t Stop The Feeling“ მოხვდა, რომელიც მულტფილმ „ტროლების“ საუნდტრეკია.
სიმღერა მიმდინარე წლის ზაფხულის ჰიტი გახდა და ის ბევრი წამყვანი ჩარტის სათავეშიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც ჩანს, მსმენელთა გარკვეული ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
2016 წლის ცუდი სიმღერების ათეულში ასევე მოხვდა შემდეგი სიმღერები:
- ჯასტინ ტიმბერლეიკი – „Can’t Stop The Feeling“
- მეგან ტრეინორი – „Mom“
- იგი აზალეა – „Team“
- Fall Out Boy & მისი ელიოტი – „Ghostbusters (I’m Not Afraid)“
- MAChine Gun Kelly – „Bad Things“
- მაიკ პოზნერი – „I Took a Pill in Ibiza“
- Gnash- „i hate u, i love u“
- მეგან ტრეინორი – „NO“
- ბრიტნი სპირსი – „Private Show“
- Lucas Graham – “7 Years”