ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ჯესიკა ბილს ოჯახური ტრადიცია აქვთ – ვარსკვლავები ყოველ უქმეებზე ვაჟიშვილთან ერთად ნიუ-იორკში სეირნობენ, პაპარაცები კი შესაბამის ფოტოებს იღებენ და ქსელში ავრცელებენ. ასე მოხდა ამჯერადაც – წყვილი ფოტოგრაფების ობიექტივში საილასთან ერთად სეირნობის დროს მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჯესიკა ბილი მრავალსერიან ტრილერში ”ცოდვილი” მონაწილეობს, სადაც ცოლისა და დედის ისტორიას უჩვენებს, რომელიც, ადამიანის მოკვლას გადაწყვეტს.