LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტრიუდო გეი-აღლუმს შეუერთდა და კანადელების გული მოიგო

470

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ტორონტოში გამართულ გეი-აღლუმს დაესწრო და როგორც „ინდეფენდენთი“ წერს, კანადელების გული კიდევ ერთხელ მოიგო.

პრემიერ-მინისტრს, მის წინამორბედებთან შედარებით, საშუალოზე მაღალი რეიტინგი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ.

მისი ოპონენტები კი ამბობენ, რომ კამერების წინ საკუთარი იმიჯისთვის საჭიროზე მეტად მუშაობს და მუდმივად ცდილობს, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცეს.

გეი-აღლუმზე ტრიუდო დაუზარლად ესალმებოდა მონაწილეებს, მისი წინდები კი – არავის გაუკვირდება, რომ ტრადიციულად, ჭრელი იყო, ამჯერად კი – ცისარტყელის ფერებში, წარწერით – „ეიდ მუბარაქ“ (წარწერა მუსულმანების დღესასწაულის, ეიდ ალ-ფითრის საპატივსაცემოდ ჰქონდა).

 

პრემიერ-მინისტრმა სახეზე ცისარტყელის ფერებით კანადის სიმბოლო, ნეკერჩხლის ფოთოლი დაიხატა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g