როგორც ჩანს, კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს შორის ურთიერთობა მართლაც დაიწყო. რომანის შესახებ ჭორების გაჩენის შემდეგ, ისინი მონრეალში კიდევ უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, ამჯერად მაუნთ როიალ პარკში.
კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ღიმილი ვერ შეიკავა პერისთან ერთად სეირნობისას ორშაბათს შუადღისას, როგორც ეს TMZ-ის მიერ მოპოვებულ ახალ ფოტოებში ჩანს.
გამოცემის ცნობით, ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ერთად სეირნობდნენ, ქალაქის ხედებით ტკბებოდნენ, თუმცა, საჯაროდ სიყვარულის ნიშნები არ გამოუხატავთ. 53 წლის ტრუდოს და 40 წლის პერის მომღერლის საყვარელი ძაღლი, ნაგეტი ახლდათ.
კეტი პერიმ თავშეკავებული იმიჯის შენარჩუნება სცადა და სახეზე მზისგან დამცავი ქუდი დაიფარა. მას თეთრი პერანგი, ჯინსი და თეთრი ფეხსაცმელი ეცვა, აქსესუარებს კი ყავისფერი ჩანთა ასრულებდა.
კეტი პერისთან რომანტიკული ვახშმის შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრი მომღერლის კონცერტზეც გამოჩნდა
დიდი ამბებია – კეტი პერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პაემანზე შენიშნეს




