LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯავახიშვილი: საქართველომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ისტორიული ფუნქცია უნდა აღიდგინოს

72

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის ისტორული ფუნქციის აღდგენის შანსი მიეცა და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ფუნქციის შესრულება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დაგეგმილი ავტობანების მშენებლობა დასრულდება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა ის მონაკვეთი, რომელიც აღნიშნულ ავტობანზეა დარჩენილი, უკვე დაპროცესებულია.

„საქართველოს გაუჩნდა შანსი და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის ისტორიული ფუნქცია აღვადგინოთ.

ამ ფუნქციის შესრულება შეუძლებელია, თუ ჩვენ არ დავამთავრებთ ავტობანებს. ეს ავტობანები რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავამთავროთ, დანახარჯები უკვე ძალიან ბევრია და გაცილებით მეტი კიდევ გასაწევია. იმისთვის რომ ქვეყანამ სიკეთე სრულყოფილად მიიღოს მისი სატრანზიტო ფუნქციის ამოქმედებიდან აუცილებელია მაქსიმალურად სწრაფად დამთავრდეს. სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, რაღაც დონეზე პრობლემებს ვუქმნით გადამზიდავებს და ადამიანებს, რომლებიც ამ გზაზე გადაადგილდებიან“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები