თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 47 წლის მამაკაცი დაჭრეს. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრას წინ ჩხუბი უსწრებდა, რასაც სროლა მოჰყვა.
დაშავებული ამერიკულ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.
ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჩაუტარდა ოპერაცია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.