LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯაზ-ფესტივალის გახსნა ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა” – ნინო ქათამაძე „არტ-FM“-ში

11
ninoqatamadzeartfmjl

16 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი ნინო ქათამაძე სტუმრობდა, რომელმაც „არტ გენზე“ და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრა.

– ნონო, პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ორმაგად სასიამოვნოა ჯაზ-ფესტივალის გამართვის გადაწყვეტილება. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა?

– მართლაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ჯაზ-ფესტივალი ყოველთვის განსხვავებული დღესასწაულია, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანების ორგანიზებით და მონაწილეობით იმართება, მსმენელი კი, ყოველთვის განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. ამასთანავე, ფესტივალის გახსნა ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა.

– საინტერესოა, ცვლილებები ხომ არაა Insight-ში?

– ძალიან მინდოდა ამერიკელი მუსიკოსების მოწვევა და ჯგუფის გაფართოვება, მაგრამ არსებულ სიტუაციაში შეუძლებელი აღმოჩნდა.

– თქვენი კონცერტები ყოველთვის ცოცხლად იმართება, ამიტომ ტექნიკური უზრუნველყოფაც საუკეთესო გჭირდებათ. შეზღუდვების პირობებში როგორ აპირებთ მსგავსი პრობლემების მოგვარებას?

– მართალია, სირთულეები ყოველთვის არის, მაგრამ ფესტივალის მესვეურები ყოველთვის საუკეთესო პირობებს უქმნიან როგორც შემსრულებლებს, ისე სტუმრებს.

– ყველა შემოქმედებითი ოცნება აისრულეთ თუ კიდევ გაქვთ აუხდენელი ოცნებები?

– რა თქმა უნდა უამრავი მაქვს გასაკეთებელი. მეტიც, სწორედ ახლა ვიწყებ მუშაობას.

– თქვენი გამოსვლები ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე, როპგორ ახერხებთ მუდმივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას?

– ზოგადად, ცოცხალი შესრულება ყოველთვის უნიკალური და განუმეორებელია. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობა, თუმცა შსაძლებლობები ნაკლებადაა, რადგან ყველას თავისი საქმე აქვს. სიამოვნებით გავაკეთებდი საღამოს რამდენიმე DJ-თან ერთად, თუმცა ჯერ ვერ შევარჩიე საჭირო ფორმა, მით უფრო, რომ ყველა დაკავებულია.

– რა გიქმნით პოზიტიურ განწყობას?

– ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ რეპეტიციაზე და არაჩვეულებრივი განწყობა მეუფლება კონცერტის წინ.

– კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფესტივალი იგეგმება ზაფხულში არტ-გენის სახით, რომელიც თქვენი საყვარელი ფესტივალიცაა..

– ვფიქრობ, სწორედ არტ-გენია ჩემი და ჩემი ნამდვილი მუსიკის დაბადება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იქნება ფესტივალი წელს და ცოტას ვნერვიულობ, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა და მასშტაბურ კონცერტებს გადავეჩვიე.

– როდის გამოვა ალბომი, რომელზეც ახლა მუშაობთ?

– ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, რომელიც ჩვენი მეგზურია ციფრულ სამყაროში და სწორედ მასთან აღებული ვალდებულებით ვწერ ალბომს, რომელშიც ძველი სიმღერები შევა ახალი ინტერპრეტაციით.

– რა გამოცდილება შეიძინეთ ხანგრძლივი შემოქმედების მანძილზე?

– დღეს ბევრად უფრო მშვიდი დამოკიდებულება მაქვს მუსიკასთან, ვისწავლე საკუთარ თავთან შეთანხმება და გარკვეული კომპორომისების მოძიება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები