LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს, მსმენელის წინაშე ამერიკელი ვარსკვლავი ერიკ ბენე წარდგა

126
BeFunky-collage

ჯაზფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს, მსმენელის წინაშე ამერიკელი ვარსკვლავი ერიკ ბენე წარდგა.

მომღერალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია გამორჩეული ვოკალითა და კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით, ქართველი მელომანებისთვის ცნობილი ჰიტები შეასრულა.

ერიკ ბენეს შესრულების მანერის გამო ხშირად ადარებენ კლასიკური სოულის ლეგენდებს, მათ შორის სტივ ვანდერს. კარიერის განმავლობაში ბენეს არაერთი წარმატებული ალბომი და ჰიტი აქვს გამოცემული, რამდენჯერმე იყო „გრემის“, ნომინანტი და დღემდე რჩება თანამედროვე სოულისა და არენბის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებლად.

ბათუმის ჯაზფესტივალზე შესრულებულმა პროგრამამ ჯაზის მოყვარულების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მსმენელს არტისტმა სცენიდან მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულად უყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები