ჯაზის საერთაშორისო დღე, 30 აპრილი საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდის – „Irakli Louis Ambassadors’’ და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტი გაიმართა.
6 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ჯაზბენდის ლიდერი, ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, რომელმაც სამშობლოში კონცერტი პირველად გამართა.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერითა და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ორგანიზებით.