„ამაზონის“ დამფუძნებელი, 58 წლის ჯეფ ბეზოსი და ტელეწამყვანი, 52 წლის ლორენ სანჩესი უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილს ხშირად იღებენ გლამურულ ღონისძიებებსა და ძვირად ღირებულ იახტებზე. ამჯერად კი ისინი ლონდონის ქუჩებში, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.
ჯეფს 600 ევროიანი თეთრი ჯინსის შარვალი ეცვა, რომელიც „ბრუნელო კუჩინელის“ უახლესი კოლექციიდანაა. აღნიშნულ „ლუქს“ მან ყავისფერი მაისური შეუხამა. რაც შეეხება ჯეფის გოგონას, სანჩესს თეთრი მინი-კაბა ამშვენებდა, ყელზე კი ავი თვალისგან დამცავი ყელსაბამი ეკეთა.
ფოტო: ჯეფ ბეზოსმა ახალი წელი საცოლეს ყოფილ საქმროსთან ერთად გაატარა
ფოტო: ჯეფ ბეზოსის მორიგი განავარდება მომხიბვლელ ლორენ სანჩესთან ერთად