ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin ახალი სატელიტური საკომუნიკაციო ქსელის TeraWave შექმნა დააანონსა, რომელიც ილონ მასკის Starlink-ს გაუწევს კონკურენციას.
TeraWave, ერთმანეთთან დაკავშირებული 5400-ზე მეტი თანამგზავრის მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტსერვისით კორპორაციულ კლიენტებს, მონაცემთა ცენტრებსა და სამთავრობო სტრუქტურებს უზრუნველყოფს. თუმცა TeraWave-ს, სავარაუდოდ, მაინც გაცილებით ნაკლები თანამგზავრი ეყოლება, ვიდრე Starlink-ს, რომელსაც, გასული თვის მონაცემებით, დედამიწის ორბიტაზე, დაახლოებით, 9300 თანამგზავრი ჰქონდა განლაგებული.
აღსანიშნავია, რომ TeraWave-ით შესაძლებელი იქნება, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მონაცემთა წამში 6 ტერაბიტამდე სიჩქარით გადაცემა, რაც ბევრად აღემატება სხვა კომერციული სატელიტური სერვისების სიჩქარეს.
TeraWave-ის თანამგზავრების ქსელი 2027 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.
