LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფრი ეპშტეინი ცოცხალია? – მისი გარდაცვალების დოკუმენტი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე იყო შედგენილი – მედიაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

185
page

სექს-ტრეფიკინგსა და უამრავ დანაშაულში ბრალდებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში აღმოჩენილია მისი გარდაცვალების დოკუმენტი, რომელიც ერთი დღით ადრეა შედგენილი, ვიდრე მას ციხეში გარდაცვლილს იპოვიდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტი არნახულ, შოკის მომგვრელ სკანდალში ეხვევა – ეპშტეინის საქმეზე კიდევ 3 მილიონზე მეტი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა – მასალებში ფიგურირებენ ტრამპი, გეიტსი, მასკი და სხვა ცნობადი პირები

ამ ფაქტმა ახალი თეორიების ტალღა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეპშტეინი ცოცხალია და მან საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ჯეფრი ბერმანის განცხადების მონახაზი, რომელიც 2019 წლის 9 აგვისტოთია დათარიღებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯეფრი ეპშტეინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ის მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. თუმცა ოფიციალური ვერსიით, 2019 წლის 10 აგვისტოს, დილის დაახლოებით 6:30 საათზე მილიარდერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ეპშტეინის სიკვდილის გარშემო ეჭვები აქამდეც არსებობდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ერთი წუთის ვიდეო აკლდა, სწორედ იმ მონაკვეთში შეეძლო მას ციხის დატოვება. ასევე, ერთ-ერთ ვიდეოში ციხის დერეფანში ჩანს მამაკაცის სილუეტი ნარინჯისფერ ფორმაში, რომელიც შესაძლოა თავად ეპშტეინი ყოფილიყო.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობები, თითქოს თელ-ავივის ქუჩებში დაინახეს წვერიანი მამაკაცი, რომელიც გარეგნულად ეპშტეინს საოცრად ჰგავდა.

„მან გაიღვიძა და ოთახში ჯეი-ზი და ჰარვი ვაინშტაინი დახვდა“ – ბრალდებების ფონზე, ჯეი-ზი ქვეყანას კერძო თვითმფრინავით ტოვებს? – ეპშტეინის სკანდალური ფაილების მორიგი კასკადი

შიშველი ბილ კლინტონი, ვარსკვლავები და ბნელი კავშირები – ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო არქივი გაიხსნა – ვრცელდება სკანდალური ფოტოები, რომელმაც მსოფლიო შეძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები