LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლომ ტომ ფორდის „შიშველი“ შავი კაბით წითელი ხალიჩა დაიპყრო

378
page

ცოტა ხნის წინ, ფესტივალმა, Tribeca Festival აიღო სტარტი. გახსნაზე ჯენიფერ ლოპესის შესახებ გადაღებული, „ნეტფლიქსის“ დოკუმენტური ფილმის, Halftime პრემიერა გაიმართა, რომელსაც ბუნებრივია, არტისტიც დაესწრო.

„ნეტფლიქსმა“ ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე „ტომ ფორდის“ „შიშველი“ შავი კაბით გამოჩნდა, რომელიც ბრენდის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა.

საოცრად ორიგინალური იყო ხავერდის კაბის დიზაინი, მას გვერდებზე, მკერდზე, მუცელსა და ფეხებზე გამჭვირვალე ქსოვილი ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ 52 წლის ჯეი ლომ ხავერდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი „კლატჩი“ და გადაწეული თმა შეუხამა.

ჯეი ლოს ნიუ-იორკული ვოიაჟი ულამაზეს კაბაში და საყვარელი მამაკაცის ობიექტივში ასახული ბედნიერი მზერა

განსაკუთრებული მადლობა ბენს, რომელიც სახლში მელოდება – ჯეი ლომ „თაობის ჯილდო მიიღო“ და სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები