ჯეი ლომ 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჰემპტონში გრანდიოზული მეჯლისი მოაწყო. ეს სწორედ ის წვეულებაა, რომლის შესახებაც კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ.
გარდა შთამბეჭდავი ფოტოებისა და ვიდეოებისა, 55 წლის არტისტი „ინსტაგრამზე“ „სთორებს“ გვიზიარებს, სადაც საღამოს გამორჩეული მომენტებია შეკრებილი.
აღსანიშნავია, რომ არცერთ ფოტოსა თუ ვიდეოზე არ ჩანან არც ბენ აფლეკი და არც მისი შვილები.