LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზიმ ახალი ალბომის მხარდასაჭერი ტურნე დააანონსა

115

რეპერმა ჯეი-ზიმ ახალი ტურნე დააანონსა. საუბარია რამდენიმე კვირის წინ გამოსული ალბომის „4:44“ მხარდასაჭერ გასტროლზე, რომელიც სტარტს 27 ოქტომბერს აიღებს და 21 დეკემბერს დასრულდება.

ტურნე ამერიკის შტატებს მოიცავს და ამ პერიოდის მანძილზე ის ნიუ-იორკს, ნეშვილს, ბრუკლინს, დალასს, ტენესის, ატლანტას, ვაშინგტონსა და კოლუმბიას შემოგარენს ესტუმრება. ბილეთების წინასწარი შეძენა სერვის Tidal-ის მომხმარებლებსა და Citi-ბარათების მფლობელებს ორშაბათიდან შეეძლებათ, ფართო გაყიდვაში კი ის მომდევნო პარასკევიდან გამოვა.

შეგახსენებთ, რომ რეპერის ალბომი 30 ივნისს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები