LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ზიმ თაყვანისმცემლის გამო კონცერტი შეწყვიტა (ვიდეო)

53

ამ დღეებში ჯეი ზიმ კალიფორნიაში თავისი ტურნეს ფარგლებში კონცერტი გამართა. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას კი მისი ყურადღება ერთ-ერთმა გოგონამ მიიქცია, რომელიც მაყურებლებს შორის დიდი პლაკატით იდგა. მასზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო: „ორჯერ დავამარცხე სიმსივნე, რათა შენ მენახე! ვგიჟდები შენზე! მოდი, ჩავეხუტოთ და სელფი გადავიღოთ?“

რეპერზე ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. მან ხმამაღლა წაიკითხა ტექსტი  და გოგონას უპასუხა: „თუ შენ ორჯერ დაამარცხე სიმსივნე – ჩახუტება უმცირესია, რისი გაკეთებაც შემიძლია!“

შემდეგ მან გოგონა სცენაზე მიიწვია და კონცერტი შეწყვიტა. შესაბამისმა ვიდეომ სრულიად ინტერნეტ სამყარო მოიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები