BRIT Awards-ზე გამარჯვების შემდეგ, ჯეიდიმ ახალი სინგლი დააანონსა.
FUFN (Fuck You for Now) – ასე ჰქვია არტისტის მომავალ სიმღერას, რომლის რელიზი, 14 მარტს შედგება.
მომღერალმა ქსელში ტრეკის გარეკანი და ნაწყვეტიც გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიდი დამოუკიდებლად მუსიკალურ ასპარეზზე შარშან, სადებიუტო სოლო სინგლით – Angel of My Dreams გამოჩნდა. მან პოპულარობა 2011 წლიდან, ბენდის – Little Mix წევრობით მოიპოვა. ჯგუფს 2022 წლიდან, განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული. ამასთან, 1-ელ მარტს, ჯეიდი საიუბილეო, 45-ე BRIT Awards-ის გამარჯვებულთა შორის, როგორც სოლო შემსრულებელი პირველად მოხვდა და ,,საუკეთესო პოპ არტისტად” დასახელდა. დაჯილდოებაზე მისი სადებიუტო სოლო პერფორმანსიც შედგა. FUFN (Fuck You for Now) ჯეიდის მეოთხე სოლო სინგლი იქნება.