აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია.
როგორც სალივანი აცხადებს, უკრაინისადმი მხარდაჭერა “ურყევი და მტკიცეა” და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს აშშ-მა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: