ომი დინამიურია, უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს.
„ორივე მხრიდან არის თავდასხმა და თავდაცვა ფრონტის ძალიან გრძელი ხაზის გასწვრივ, ბრძოლა ბევრ ადგილას უწევთ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას მეთოდურად და სისტემატურად“, – აღნიშნა სალივანმა.