LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკობ ელორდის ახალი იმიჯი – მსახიობმა წვერი მოუშვა

114
photo-collage.png (7)

ყველასთვის ცნობილია, რომ ვარსკვლავები იმიჯს ხშირად იცვლიან. ამის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს – მუდმივად ინტერესის ობიექტად ყოფნა, კარიერული თუ ცხოვრებისეული სიახლეები…

 იმ ფონზე, როცა ჯეიკობ ელორდი სერიალში – ,,ეიფორია” დასაბრუნებლად ემზადება, ასევე დადის ხმები, რომ გილერმო დელტოროს ახალ ფილმში ფრანკენშტაინის მონსტრს განასახიერებს, ხოლო მარგო რობისთან ერთად ემილი ბრონტეს ნოველის, ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი” ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებს, ავსტრალიელმა მსახიობმა საზოგადოება ეფექტური ლუქით გააოცა.

საქმე ისაა, რომ ელორდი, რომელიც მაროკოში, მარაქეშის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია, წითელ ხალიჩაზე წვერმოშვებული გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მას გარეგნული ცვლილებისთვის აქამდეც მიუმართავს, თუმცა მისი ეს შესახედაობა უდავოდ თვალშისაცემი იყო. ჯეიკობმა საღამოსთვის ,,ბოტეგა ვენეტას” სმოკინგი მოირგო. ის ცოტა ხნის წინ, იტალიური მოდის სახლის ამბასადორი გახდა.

უკავშირდება თუ არა მისი სახეცვლილება რომელიმე სამომავლო პროექტს, ჯერჯერობით უცნობია.

ჯეიკობ ელორდი გილერმო დელტოროს ახალ ფილმში ფრანკენშტაინის მონსტრს განასახიერებს

მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ცნობილი რომანის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ეკრანიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები