ცნობილი ეროტიკული საგის, „გრეის 50 ელფერის“ დასკვნითი ნაწილი დიდ ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ამიტომ მთავარი როლის შემსრულებლები, ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი აქტიურად ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში.
ამჯერად, ყურადღება დორნანზე გამახვილდა. მსახიობი საკუთარ შოუში The Late Late Show პოპულარულმა ჯეიმს კორდენმა მიიწვია და ის პარდიულ ვიდეოში გადაიღო.
სიუჟეტის მიხედვით, კორდენს დორნანი თავის „საიდუმლო ოთახში“ შეჰყავს. დაბნეულ მსახიობს ის ეუბნება, რომ წასვლა ნებისმიერ წუთს შეუძლია. ყველაფერი კი ბუნებრივია, იუმორისტული ხაზით ვითარდება.