LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი დორნანი მამა მესამედ გახდა (ფოტო)

1667
11690224-0-image-a-4_1554049731497

ჯეიმი დორნანი ერთ-ერთია იმ ჰოლივუდელთა შორის, რომლებიც პირადი ცხოვრების საჯაროდ აფიშირების წინააღმდეგი არიან. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ 33 წლის მსახიობი პაპარაცების ობიექტივში ცოლთან და შვილებთან ერთად იშვიათად ხვდება.

,,გრეის 50 ელფერის” ვარსკვლავის კატეგორიულობის მიუხედავად, მისმა მეუღლემ, ამელია უორნერმა გუშინ, წყვილის ოჯახში არსებული სიახლის შესახებ განაცხადა. ინგლისელმა არტისტმა ,,ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სამი ფეხსაცმელია აღბეჭდილი.

გაირკვა, რომ ჯეიმისა და ამელიას მესამე ქალიშვილი შეეძინათ.

 

View this post on Instagram

 

So proud of these three glorious girls, it’s an honour being their mummy..feeling incredibly lucky today #happymothersday

A post shared by Amelia Warner (@awarnermusic) on

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი დორნანი და ამელია უორნერი 2013 წელს დაქორწინდნენ. ახალშობილ გოგონამდე, რომლის სახელი და დაბადების დღე უცნობია, ისინი 5 წლის დალჩისა და 2 წლის ელვას ზრდიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები