LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი ფოქსი და კეიტ ჰოლმსი ერთმანეთს დაშორდნენ

83

კეიტ ჰოლმსსა და ჯეიმი ფოქსს 5 წლის მანძილზე ჰქონდათ რომანი, თუმცა ოფიციალურად მათ ამის შესახებ არასოდეს განუცხადებიათ. თუმცა, როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ინსაიდერები ამტკიცებდნენ, რომ წყვილი ქორწილისთვისაც ემზადებოდა, თუმცა რა გახდა მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. სავარაუდო ვერსიად კი ჰოლმსის მხრიდან უნდობლობა სახელდება. ცნობილი ხდება, რომ ბოლო დროს ფოქსი დიდ დროს ატარებდა ყოფილი მეუღლის გარემოცვაში, რომელთანაც მას 8 წლის ქალიშვილი ჰყავს.

რაც შეეხება ჰოლმსს, მას ტომ კრუზთან ქორწინებიდან ასევე ქალიშვილი, სური ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები