LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

78
948467392

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯეიმს აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ შესაძლოა, შეხვედრები გამართოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დღეს გასტანს ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g