ჯეიმს ბლანტმა კომპოზიციაზე Monsters გადაღებული კლიპი გამოუშვა, რომელიც მუსიკოსის ბოლო ალბომში Once Upon A Mind შედის. ვიდეოში ჯეიმსის მამა მონაწილეობს, რომელსაც თირკმლის დაავადება აქვს და დონორის მოლიდინის რეჟიმშია, სწორედ მას მიუძღვნა ბლანტმა აღნიშნული ნამუშევარი.
შეგახსენებთ, 45 წლის მომღერალს დღემდე 20 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.