LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ბონდი ელექტროქარზე გადაჯდება

88
aston-martin-rapid-e-concept-2018

ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმში, ბრიტანული დაზვერვის აგენტი ელექტრომობილით იმოძრავებს. ისევე როგორც წინა ფილმებში, აგენტი 007 არჩევანს კვლავ Aston Martin-ზე შეაჩერებს და ბრენდის პირველ ელექტროქარს გამოსცდის.

ფილმის რეჟისორის ინფორმაციით, მისი გუნდი Aston Martin-თან თანამშრომლობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავტომობილი გადაღებებისთვის მზად იყოს. ელექტროქარს სცენარში განსაკუთრებული როლი აქვს და ის უჩვეულო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება.

Rapide E ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და აგრეგატს 610 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ელემენტი ერთი დამუხტვით 322 კმ-ს გადის და მის სრულ დამუხტვას კი 40 წუთი სჭირდება. პირველ „ასეულს“ სუპერქარი 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები