1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელმაც პოპულარობა „აგენტი 007“-ის დამსახურებით მოიპოვა, ახალ მფლობელს ეძებს.
თუმცა, მის შეძენას ყველა ვერ შეძლებს, რადგან ლეგენდარული მოდელი არც მეტი არც ნაკლები 119 500 დოლარი ღირს. თანაც ეს მხოლოდ საწყისი ღირებულებაა და როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენელები ვარაუდობენ, შეუფასებელი მოდელის მისაღებად ბევრი კოლექციონერი იბრძოლებს.
სპორტქარის გარბენი 73 ათას კილომეტრს შეადგენს. ის 5,7 ლიტრის მოცულობის აგრეგატითაა აღჭურვილი და 5-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ამ ავტომობილით პოლკოვნიკი ტან-სუნ მუნი გადაადგილდებოდა და მაშინ წითელმა „ლამბომ“ არნახული პოპულარობა მოიპოვა,
შეგახენებთ, რომ ჯეიმს ბონდის ავტომობილები აუქციონებზე ხშირად იყიდება. მაგალითად, გასულ წელს მძლავრი Aston Martin არც მეტი არც ნაკლები 6,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.