LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს კემერონი „ავატარი 2“-ის გადაღებების დაწყებისთვის ემზადება

289

დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით, 2017 წელს ეკრანებზე „ავატარი 2“ გამოვა. ჯეიმს კემერონის განცხადებით, მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაწყებულია. ფილმის რეჟისორმა იმის შესახებ ისაუბრა, როდის დაიწყება გადაღებები და როდის გამოვა ფილმი ეკრანებზე.

„ჩვენი მიზანია, 2017 წლის შობისთვის ფილმი მზად იყოს. ყველაზე მთავარია, რომ პრემიერის თარიღებს შორის სხვაობა მომდევნო სამ სერიაში ერთი წელი იყოს. ვფიქრობ, რომ ასეთი გრაფიკი სრულად შეესაბამება სიჟეტის განვითარებას. თითოეულ ამ ნაწილს ექნება ცალკე, დასრულებული სტრუქტურა, მაგრამ მთლიანობაში, ყველა მათგანი ერთ მთლიან ისტორიას მოყვება. თითქმის ორი წელია ვმუშაობთ მომდევნო ნაწილის გადაღებების დასაწყებად. ყველა არსება და პეიზაჟი უკვე შექმნილია. პლანეტა „პანდორაზე“ თქვენ სრულად სხვა სამყაროს იხილავთ. სცენარი ბოლოსკენ გადის, ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია, ასევე სრულდება გადასაღები მოედნისა და ინფრასტრუქტურის მომზადებაც, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ გადაღებები 2016 წლის იანვრიდან დაიწყება“, – განაცხადა ჯეიმს კემერონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები