ჯეიმს კემერონმა „ავატარის“ მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყო. ცნობილია, რომ პროექტის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდი დოლარია, ამის გამო ის შესაძლოა, ყველაზე ძვირადღირებული გახდეს მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში.
ფილმი დიდ ეკრანებზე 2020 წლის 18 დეკემბერს გამოვა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნაწილი 2009 წელს გამოვიდა. მან სამი „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისა“ და „საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის“. ამას გარდა, პროექტი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია: 237 მილიონიანი ბიუჯეტით მან 2,8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.